სიახლეები

ბეჭდვა

თბილისში უკანონო თევზჭერის მიმართულებით, პრევენციული ღონისძიებები გაატარეს



გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით, პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.

თბილისში,  მდინარე მტკვარზე, ზაჰესში შემავალ არხზე, გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ჯამში 150 მეტრი სიგრძის, 2 ერთეული სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს.

თბილისის ზღვაზე  გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ნანახი და ამოღებული იქნა, 200 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე.

ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, გლდანის ტბაზე, 1 ერთეული 200 მეტრამდე სახლართი ტიპის  ბადე ამოიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 158 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: