საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოვლენილია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ზესტაფონში, მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე, ასევე სოფელ მეორე სვირში, მოქალაქეებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 1179 კილოგრამი წიდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. გაითვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. დაიწყო სამართალწარმოება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: