სიახლეები

ბეჭდვა

მაისში უკანონო ტყითსარგებლობის 139 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 32 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. აჭარაში დაფიქსირდა 20 ფაქტი, შიდა ქართლში - 17, სამცხე-ჯავახეთშიც - 17, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 15, იმერეთში - 14, ქვემო-ქართლში - 12, რაჭა-ლეჩხუმში ქვემო სვანეთში - 8, გურიაში - 3 და მცხეთა-მთიანეთში 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 630 კუბურ ეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებლი სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაგზავნა.

 

 

 

 

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: