სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქე რეზინის ნავიდან, 150 მ. სიგრძის  სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო თევზჭერას და 1,5 კგ .კარჩხანას სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროს საწმისში, მდინარე მუნჩიაზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქე ხის ნავიდან 40 მ. სიგრძის  სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას და 2.5 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი  ჰქონდა მოპოვებბული.

სახლართი ბადეები და ნავები დაილუქა. ვინაიდან, ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 158 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: