საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

წალკის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წალკის მუნიციპალიტეტში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ღია წესით წვავდა ელასტომერულ ნარჩენებს.

მის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები, რაც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: