საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთში, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ჭალის მუხის სახეობის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ჭალის მუხის სახეობის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტ. სოფელ ჩადუნიანის მიმდებარედ, მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 8 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 16 ერთეული მორი გამოვლინდა გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოფელ ჰერეთისკარშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში.

საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, ჯამში, 10 000 ლარს გადააჭარბა. 

ზემოაღნიშნული სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.


ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: