სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბალღოჯიანისა და სანავარდოს მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები, თევზის დასაჭერად, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებს, ჩოგან ბადეებს, აკუმულატორებსა და მოსასმელი ბადეს იყენებდნენ, რაც კანონით აკრძალულია.
ხოლო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის მიმდებარედ, მდინარე კაბალზე, მოქალაქე აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით, კერძოდ, ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას.
ვინაიდან ოთხივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 158 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.