საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ ვალეში, მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირზე, მოქალაქე, აკრძალულ პერიოდში, აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობდა.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შსს ახალციხის რაიონულ  სამმართველოში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 158 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: