სიახლეები
აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში, 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები ამოღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წელათში და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: წინწკილაძეებსა და განახლებაში.
მოქალაქეებს უკანონო სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და საგანგებოდ მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.
სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.