საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

კახეთში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქემ, ყვარლის მიმდებარედ, 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, უკანონოდ მოჭრა მიწის ნაყოფიერი ფენა.

მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას მოჰყვება ისეთი ეკოლოგიური შედეგები, როგორიცაა ეკოსისტემის სტრუქტურის ცვლილება, ეროზიული/მეწყრული პროცესების გააქტიურება, ეკოსისტემის ნაყოფიერების დაცემა და სხვა. ერთი სანტიმეტრი სისქის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შექმნას, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების შემთხვევაში, 100-150 წელი სჭირდება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: