სიახლეები
სამეგრელოში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში, განთავსებული 40 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე- ტყე (მორი) და 1 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი-ძელი, გამოავლინეს. შედგა შესაბამისი აქტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში გამოვლენილია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.