საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ,  უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში,  2 ფაქტი დაბა ბაკურიანში, 4 ფაქტი კი ადიგენის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.

ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა ბაკურიანში  მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი) და ფოთლოვანი (წიფელი) სახეობების - ჯამში 15 კუბური მეტრი ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეს, ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა 3.8 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის (ფიჭვი) საშეშე მერქანი. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ხე-ტყე არ იყო მოპოვებული ავტომანქანის მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული სატყეო უბნის კვარტალში.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: