საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. დეპარტამენტის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე, მოქალაქეებმა ტერიტორია მარცხენა სანაპიროდან დატოვეს.

ნავი, ელექტროშოკური აპარატი, აკუმლატორი და 2 კგ. თევზი დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაშ გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: