საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელო-ზემო სვანეთიში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, საერთო მოცულობით 50 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტები იყო განთავსებული.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები და მასზე განთავსებული უკანონო ხე-ტყე დაილუქა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: