სიახლეები
ქვემო ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქე ღია წესით წვავდა მუნიციპალურ ნარჩენს, ხოლო, გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზის მიმდებარედ, მინდორში, მოქალაქემ 1 მ3-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენი დაყარა.
მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.