სიახლეები
თბილისში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ, მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას და 7 კგ-მდე თევზი ჰქონდათ მოპოვებული.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდა უკანონო თევზჭერას და 1 კგ.-მდე თევზი ჰქონდა მოპოვებული.
თბილისის ზღვაზე გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ჯამში ნანახი და ამოღებული იქნა 1150 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე და 100 მეტრი სიგრძის თოკზე მობმული ნემსკავები.