სიახლეები
კახეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს.
ლაგოდეხის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები უკანონოდ ახდენდნენ ინერტული მასალის მოპოვებას. სამართალდამრღვევებს, ჯამში, უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 9 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში და 30 კუბური მეტრი ქვა.
მათ მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.