სიახლეები
ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ, ჯამში - 19 მ³ ფიჭვის, წიფლისა და რცხილას სახეობის საშეშე მერქნის, ასევე, 12 ცალი 3 მეტრი სიგრძის ფიჭვის სახეობის სამასალე მორის ტრანსპორტირებას.
ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.