საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

1 სამართალდარღვევაა გამოვლენილი გურიაში, 2 კი - აჭარაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა კრიპტომერიის სახეობის ხე-მცენარე.

შუახევის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 4 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: