საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ ტაძრისში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, 7 ერთეული სხვადასხვა ზომის ნაძვისა და სოჭის სახეობის დაუფინიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. საამქროს მეპატრონემ დეპარტამენტის თანამშრომლებს ვერ წარმოუდგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ვინაიდან, ადგილი ჰქონდა აღნიშნული ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტსაც,  დაილუქა, როგორც სახერხი საამქრო, ასევე  - სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც მოხდა მორების ტრანსპორტირება. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი გამოავლინეს. ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: