სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, პატრულირების დროს შეჩერებული 3 ავტომანქანის ძარაზე, ჯამში 51 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.
დაბა თიანეთში შეჩერებულ ავტომანქანის ძარაზე 8 ერთეული ფოთლოვანი სახეობის, სხვადასხვა დიამეტრის დაუფირნიშებელი სამასალე მორი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი ოქმები.