სიახლეები
კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 10 ფაქტი გამოავლინეს.
გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეები, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული მუხის, წიფლის, იფნისა და რცხილას სახეობის, ჯამში - 15 მ³ ხე-ტყის, ასევე 53 ცალი აკაციის სახეობის II ხარისხის მერქნის ტრანსპორტირებას.
ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს საჭაპნე ტრანსპორტის გამოყენებით გადაჰქონდათ გლედიჩიის, რცხილას, იფნისა და ნეკერჩხლის სახეობის, ჯამში - 2.6 მ³ საშეშე მერქანი და II ხარისხის ხე-ტყე, რომელიც მათ შპს "ფაუნას" ტერიტორიაზე და სოფელ გომბორის მიმდებარედ უკანონოდ მოიპოვეს.
მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.