სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე მოქალაქე პლასტმასის ნიჩბიანი ნავიდან 100 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას და 1კგ. კეფალის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.
ფოთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე ნიჩბიანი ნავისა და 60 მ. სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას და 0,3კგ ქაშაყის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, მდინარე ჭანისწყალზე მოქალაქე აკუმლატორზე მიერთებული ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგან ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას და მოპოვებული ჰქონდა 0,5 კგ ქაშაყის სახეობის თევზი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სამართალდარღვევა გამოვლინდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ. მოქალაქეს ჩოგანბადესთან, კასრებთან და ჯოხზე ძუით მიბმულ ტივტივასთან ერთად, კუსტალურად დამზადებული 4 ერთეული ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა. სამართალდამრღვევმა აღიარა, რომ ნივთიერებები თევზჭერის მიზნით დაამზადა.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.