სიახლეები
სენაკის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მდინარე ტეხურას სანაპიროზე, მოქალაქემ ექსკავატორის გამოყენებით 4 მ3 ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა.
შედგა შესაბამისი აქტი, ხოლო ტრაქტორი დაილუქა.