სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დაბა საგურამოში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 4მ3 ბაზალტის ქვა იყო განთავსებული.
მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
შედგა შესაბამისი აქტი, ავტომანქანა დაილუქა.