საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთში უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტია გამოვლენილი ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. სოფელ ვალის მიმდებარე ტყეში, ასევე ახალციხისა და დაბა წაღვერის სატყეო უბნებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 6 ერთეული ნაძვისა და ფიჭვის სახეობის ხე-მცენარე.

ადიგენის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა ნაძვის-სახეობის ხე-მცენარე და მისგან დამზადებული 3,30 კუბური მეტრი საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა.

ოთხივე ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწაროება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: