საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

თბილისში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

ორთაჭალ ჰესის, სამგორისა და ძმები მაღალაძეების ქუჩის მიმდებარედ, მტკვარზე, მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.

უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა. ერთ-ერთმა მოქალაქემ დეპარტამენტის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც მის მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი 84 მუხლის 3-ე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით.

თბილისი ზღვაზე, უკანონო თევზჭერის მიმართულებით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 300 მ. სიგრძის ე.წ. სახლართი ტიპის ბადე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: