საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აჭარასა და გურიაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო  მოპოვების 8 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ხელვაჩაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ ბათუმში.

მოქალაქეები, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) უკანონო მოპოვებას სპეციალური ტექნიკის (ესკავატორი) საშუალებით ახორციელებდნენ.

სამართალდამრღვევების მიერ, ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 20 კუბურ მეტრამდე ქვიშა-ხრეში.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: