სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეებმა სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორი) საშუალებით, უკანონოდ მოიპოვეს ბაზალტის ტეშენიტი და სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).
ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 3 კგ. ბაზალტის ტეშენიტი და 28 ტონაზე მეტი სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.