სიახლეები
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები, თევზჭერის აკრძალული საშუალებებით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით, უკანონო თევზჭერას ახდენდნენ წალკის მუნიციპალიტეტში მდინარე ქციაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამზე, ქ. რუსთავში მდინარე მტკვრის კალაპოტში და დმანისის მუნიციპალიტეტში მდინარე სარფუდარაზე, სადაც მთის კალმახზე უკანონო თევზჭერის ფაქტია დაფიქსირებული. სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ, ჯამში 4 კილოგრამამდე შერეული სახეობის თევზი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნულ ფაქტებზე სამართალწარმოება დაიწყეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.