სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
დაბა თიანეთში, რეგისტრირებულ მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელ სახერხ საამქროში ნანახი იქნა 10 ცალი წიფლის სახეობის სხვადასხვა დიამეტრის დაუფირნიშებელი სამასალე მორი და 13 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, ხოლო ელექტრონულ ბაზაში ატვირთული იყო მხოლოდ 0.53 მ3.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.