სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთას მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობისთვის აკრძალულ პერიოდში, არარეგისტრირებული სანადირო გლუვლულიანი თოფითა და 20 ერთეული ვაზნით გადაადგილდებოდა.
სამართალდამრღვევს ნადირობის იარაღი და ვაზნები ჩამოერთვა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.