საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართევლოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართევლოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ქ.ფოთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე ალუმინის ნიჩბიანი ნავისა და 300 მ. სიგრძის  სახლართი ბადის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას.  ჩამორთმეული 8 კგ. ლოქოს და 3 კგ. ცისარტელისებრი კალმახის სახეობის  თევზი და სახლართი ბადე დაილუქა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: