საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: