სიახლეები
კახეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში, მრგვალი ხე-ტყის გადამმუშავებელი საამქროს ტერიტორიაზე, ელექტრონულ ჟურნალში მითითებული 59 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ნაცვლად, განთავსებული იყო მხოლოდ 30 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მოქალაქემ, კუთვნილ სახერხ საამქროში უკანონოდ გადაამუშავა წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი კოტრი, საიდანაც დაამზადა 1 კუბური მეტრი შავად ნამზადი დეტალი. მოქალაქემ კოტრი უკანონოდ მოიპოვა ახმეტის სატყეო უბანში და ასევე, მისი უკანონო ტრანსპორტირებაც მოახდინა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი გამოავლინეს. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.