სიახლეები
აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აჭარასა და გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟოლიეთში, მოქალაქე 1,3 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
შუახევის მუნიციპალიტეტში, მთა ჩიხურის მიმდებარედ, მოქალაქემ, უკანონოდ მოიპოვა 1 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევების მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.