სიახლეები
კახეთში ნახშირის გამოსაწვავი კუსტარულად მოწყობილი 5 უკანონო ორმო, ე.წ. სანახშირე გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნახშირის გამოსაწვავი კუსტარულად მოწყობილი 5 უკანონო ორმო, ე.წ. სანახშირე გამოავლინეს.
ხუთივე უკანონო სანახშირე გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოქალაქეები, კუსტარულად მოწყობილ ორმოებში, ნახშირის უკანონო გამოწვას ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
ნახშირის უკანონოდ დამზადება ზიანს აყენებს გარემოს და განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ამ დროს ჰაერში ნივთიერება CO ვრცელდება, რაც ძლიერი საწამლავია.