სიახლეები
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედრებაში, მოქალაქემ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა ერთი ძირი ალვის ხე.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.