საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ შეჩერებული ავტომანქანის ძარაძე 2 მ3-მდე მუხის სახეობის ხე-ტყე იყო განთავსებული.

მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. #გზდ2021 #გარემოსდაცვა2021

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: