სიახლეები
ხობის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, მდინარე რიონის სანაპიროზე, მოქალაქე სასარგებლო წიაღისეულის - ქვიშის მოპოვებას ექსკავატორის გამოყენებით ახდენდა.
ექსკავატორი და მასზე განთავსებული ქვიშა-ხრეში დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი.