სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეს მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის, დენის წყაროსა (აკუმულატორი) და ჩოგან-ბადის გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 4 კილოგრამი შერეული სახეობის თევზი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.