სიახლეები
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტის მიმდებარედ, სამართალდამრღვევმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა 75 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
ქალაქ ბათუმში, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 22 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში. ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 97 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.