საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ ხაშურში,  მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროს  ტერიტორიაზე მიღებული  1.7მ3 ფიცარი და 2  ცალი 3მ. სიგრძის დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის  მორი,    რომელიც არ იყო აღრიცხული ელექტრონულ  ჟურნალში.

შედგა შესაბამისი ოქმი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: