საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ბეჭდვა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მლაშეში, სამართალდამრღვევს, ელექტრონულ ჟურნალში მითითებული მონაცემების თანახმად, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული უნდა ჰქონოდა 367 ერთეული მორი. სახერხი საამქროს გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტერიტორიაზე დასაწყობებული იყო მხოლოდ 21 ერთეული მორი.  ტერიტორიაზე განთავსებული შპალის მოცულობაც (21,16 კუბური მეტრი) არ შეესაბამებოდა ელექტრონულ ჟურნალში მითითებულ მონაცემს (3,60 კუბური მეტრი).

დაბა ადიგენში, სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 265 ერთეული მრგვალი მორი, რომელიც არ იყო აღრიცხული ელექტრონულ ბაზაში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში კი, სამართალდამრღვევს სახერხი საამქრო რეგისტრაციის დროს მითითებული მიწის ნაკვეთის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი.

სამივე ფაქტზე დაიწყო სამართალწარმოება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209  ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: