სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნახშირის უკანონო გამოწვას, კუსტარულად მოწყობილ ნახშირის გამოსაწვავ ორმოებსა (სანახშირეები) და რკინის კასრში ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.