საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე, სოკოს საწარმო „თეთრმა ქუდმა“ საქმიანობა უნდა შეაჩეროს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 ივლისს შპს თეთრი ქუდის“ კუთვნილი სოკოს საწარმოს დათვალიერება მოახდინეს. გაირკვა, რომ საწარმო კომპოსტის (ნარჩენის აღდგენა) წარმოების მიზნით საქმიანობას კვლავ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დათვალიერების შესახებ ინსპექტირების აქტი შეადგინეს და ფოტომასალა გადაიღეს. ვინაიდან გამოვლენილი სამართალდარღვევა არ არის პირველი შემთხვევა და მასში სისხლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაში გადაიგზავნა.    

კომპანიას კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებკანონის საფუძველზე, „თეთრმა ქუდმადაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სოკოს საწარმოში საქმიანობა კომპოსტის წარმოების მიზნით. საქმიანობა უნდა შეჩერდეს, სანამ შპსთეთრი ქუდიარ მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სავალდებულო, შესაბამის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო 3 წელშითეთრ ქუდშიარაერთი სამართალდარღვევა გამოავლინეს; 2019 წელსთეთრი ქუდისმიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 (7) მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. დეპარტამენტის მიერ, შპსთეთრ ქუდზეგაიცა ადმინისტრაციული მიწერილობა და მას დაევალა არ განეხორციელებინა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის დაქვემდებარებული საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. ოქმის  საფუძველზე კი, 2020 წელს, გარდაბნის მაგისტრმა სასამართლომთეთრი ქუდისამართალდამრღვევად სცნო და 7 500 ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.

2020 წლის აგვისტოში, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შპსთეთრი ქუდისმიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ისევ შეადგინეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 79 (7) მუხლის მეორე ნაწილით. ოქმის საფუძველზე, რუსთავის სასამართლომთეთრი ქუდისამართალდამრღვევად ცნო და განმეორებითი სამართალდარღვევისთვის, 20 ათასი ლარით დააჯარიმა. „თეთრი ქუდისამართალდამრღვევად ცნო თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: