საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წითელი ნუსხით დაცული სახეობით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წითელი ნუსხით დაცული სახეობით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.

ველის კაკაჩის გაყიდვის ფაქტი გამოვლენილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთში.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, წითელი ნუსხით დაცული სახეობა - ველის კაკაჩა, თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: