სიახლეები
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას. შედგა შესაბამისი აქტი.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე მოქალაქეები გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. ხოლო, მათი იდენთიფიცირების გართულების მიზნით, მოქალაქეებს ეკეთათ ნიღბები. დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნავით განხორციელებული დევნის მიუხედავად, მოქალაქეებმა ნაპირზე გადასვლა შეძლეს და ადგილზე დატოვეს გასაბერი ნავი, ელექტროშოკური აპარატი, აკუმლატორი, ნიჩბები და 2 კგ. თევზი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება. თბილისის ზღვაზე გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ჯამში ნანახი და ამოღებული იქნა 2 ერთეული, ჯამში 700 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.