საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.

თევზჭერის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოვლენილია ქალაქ ქუთაისში, 2 კი - ქალაქ ზესტაფონში. სამართალდამრღვევები მდინარე რიონსა და მდინარე ყვირილაზე არსებულ კაშხლებთან, 500-მეტრიან აკრძალულ ზონაში ახდენდნენ თევზჭერას.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: