საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, მოქალაქე 5 კუბური მეტრი წიფლის სახეობის საშეშე  მერქნის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის მიმდებარედ კი, მოქალაქეები, ჯამში 3,5 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: